ბაკურიანის ალპიური ბობანიკური ბაღი

ბაკურიანის ალპიური ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1910 წელს, კოხტაგორის დასავლეთ ფერდობზე. მაშინ ის თბილისის ბოტანიკურ ბაღს ექვემდებარებოდა. 1934 ბაკურიანის ბაღი მიეკუთვნა ბოტანიკის ინსტიტუტს და მასთან ერთად, 2006 წელს, შეუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს. 1937 ბაკურიანს ბაღი გადატანილ იქნა ახალ ტერიტორიაზე, მისი ფართობი 17 ჰა-ს შეადგენს. ბაკურიანის ბაღის მთავარი დანიშნულებაა მაღალმთის მცენარეულობის შესწავლა და კონსერვაცია, მათი აკლიმატიზაცია და […]
ეთნობოტანიკა

საქართველო და კავკასიის რეგიონი ერთ-ერთია მცენარეთა დომესტიკაციის რვა მსოფლიო ცენტრთაგან. მაგრამ, ბოლო ათწლეულებში, ტრადიციულ ჯიშებს, ისევე როგორც მათს ბევრ ველურ წინაპარს, გადაშენების საფრთხე დაემუქრა. ასევე მცირდება ტრადიცუილი ეთნობოტანიკური ცოდნის მატარებელთა რიცხვიც. ეს მოტივები ამოძრავებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის ეთნობოტანიკური კვლევების ჯგუფს, რომლის მიზანია კავკასიისა და განსაკუთრებით საქართველოში მცენარეთა გამოყენების შესახებ ხალხური ცოდნის გამოვლენა და […]
ჰერბარიუმი (Jstor)

საქართველოს ეროვნული ჰერბარიუმი გაცილებით უფრო მეტ ხანს ითვლის, ვიდრე ბოტანიკის ინსტიტუტი, რომელსაც ეს ჰერბარიუმი ექვემდებარება. ჰერბარიუმი დაარსებულია მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში. დღესდღეისობით ეროვნულ ჰერბარიუმში ინახება მილიონამდე საჰერბარიუმო ნიმუში aucasinosonline.com, რომლებიც სრულად წარმოადგენენ საქართველოს ფლორას და მასში შემავალ 4 ათასზე მეტ სახეობას. აღნიშნული კოლექციის ნახვა შესაძლებელია JSTOR გლობალურ მონაცემთა ბაზაში.