1933 წელს, ახლად დაარსებულ თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტში შეიქმნა სპოროვან მცენარეთა განყოფილება. განისაზღვრა მისი სამეცნიერო საქმიანობის მთავარი მიმართულება: საქართველოს წყალმცენარეების, ხავსების, სოკოებისა და ლიქენების შესწავლა (იმ დროს სოკოებსა და მათთან ახლომდგომ ლიქენებს მიაკუთვნებდნენ მცენარეულ სამყაროს, კერძოდ სპოროვან მცენარეებს).

(იმ დროს სოკოებსა და მათთან ახლომდგომ ლიქენებს მიაკუთვნებდნენ მცენარეულ სამყაროს, კერძოდ სპოროვან მცენარეებს. ამდენად, განყოფილების სახელწოდება შეესაბამებოდა მისი საქმიანობის არსს. ამჟამად სოკოებისა და ლიქენების ერთობლიობას განიხილავენ, როგორც ცოცხალი ორგანიზმების ცალკე – მცენარეებისა და ცხოველებისაგან განსხვავებულ – სამყაროს (მიკოტა), მაგრამ საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ტაქსონომიური შემადგენლობისა და გავრცელების შესწავლა დღემდე რჩება ბოტანიკის ინსტიტუტის ამოცანად. ამ რეალობას ასახავს განყოფილების ახლანდელი სახელწოდებაც). – ეს ნაწილი არ გვინდა.

პირველი მეცნიერული ცნობები საქართველოს წყალმცენარეების შესახებ მოცემულია ი. პლეტენკოს (Плетенко, 1872), ვ. შმიდლეს (Шмидле, 1897), ლ. ივანოვის (Иванов, 1902), ნ. ვორონიხინის (Воронихин, 1919, 1927) და სხვ. შრომებში. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოს ალგოფლორას შეისწავლიდნენ ბოტანიკის ინსტიტუტის თანამშრომლები, ქ. ყანჩაველი და ლ. კუხალეიშვილი.

საქართველოს ხავსების პირველი მკვლევარები იყვნენ: ფ. კოლენაცი (Kolenati, 1843); ფ.-ი. რუპრეხტი (Ruprecht, 1843); ი. პლუტენკო (Плутенко, 1873) და ჰ. ლოიკა (Lojka, 1886).

საქართველოს ბრიოფლორის შესწავლის საქმეში განსაკუთრებით დიდი ღვაწლი აქვს გაწეული ვ.ფ. ბროტერუსს (Victor Ferdinand Brotherus): 1892 წელს, მან გამოაქვეყნა კავკასიის ხავსების სია, რომელშიც შეტანილი იყო საქართველოში გავრცელებული 400-მდე სახეობა/შიდასახეობრივი ტაქსონი. გასული საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოს ბრიოფლორას სწავლობდნენ ბოტანიკის ინსტიტუტის თანამშრომლები ი. დილევსკაია და ნ. ჩიქოვანი. გამოქვეყნებულია: N. Chikovani, T. Svanidze. Checklist of Bryophite species of Georgia. Braun-Blanquetia, vol.34. 2004.

ამჟამად, საქართველოში მომუშავე ერთადერთი ბრიოლოგია ინსტიტუტის თანამშრომელი, ქ. ტიგიშვილი.

საქართველოს სოკოების შესახებ პირველი ნაშრომი გამოაქვეყნა ა. ჰაუსკნეხტმა (Hauscnecht, 1871). თუმცა, კავკასიის/საქართველოს სოკოებისა და ლიქენების შესწავლის ადრეული ეტაპის შედეგები ასახულია ფუნდამენტურ ნაშრომში: Воронов Ю. Н. Свод сведений о микофлоре Кавказа. Часть I. Тр. Тифл. бот. сада, вып. XIII,1915; часть II, Тр. Тифл. бот. сада, вып. XIV, 1915). აგრეთვე, საყურადღებოა რ. ზინგერის (R. Zinger, 1929) ნაშრომი: Pilze aus dem Kaukazus. Ein Beitrag zur Flora Südweestlichen Zentral Kaukasus. Beihelft zum Botanischen Central blatt. 46 (2).

საქართველოს მიკოლოგიური გამოკვლევის განვითარება დაიწყო გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან. საქართველოს სოკოების მრავალფეროვნებას სწავლობენ ბოტანიკის ინსტიტუტის თანამშრომლები: ი. ნახუცრიშვილი, ი. მურვანიშვილი, მ. გვრიტიშვილი, მ. ბადრიძე, ნ. დეკანოიძე, ა. ჯორჯაძე და თ. სვანიძე.

საქართველოში გავრცელებული ლიქენების შესახებ პირველი პუბლიკაცია ეკუთვნის ე. ახარიუსს (Acharius E., Lichenographia Universalis. Gottingen: F. Dandewerts., 1810). ცნობები საქართველოს (ძირითადად თბილისი მიდამოების) ლიქენების შესახებ მოცემულია ს. ბელანგერის (Belanger, 1825-29), ს. ბუასიესა და ფ. ბუსეს (Boissier et Buhse, 1860), ლ. რაბენჰორსტის (Rabenhorst, 1871), ა. ელენკინის (Еленкин, 1901, 1908), ი. ვორონოვის (Воронов, 1915-16, 1923), ნ. ვორონიხინის (Воронихин, 1919, 1927) და სხვ. შრომებში.

საქართველოს ლიქენების მრავალფეროვნების შესწავლის მიზნით დიდი შრომა აქვს გაწეული ინსტიტუტის თანამშრომელს, ც. ინაშვილს. 2017 წელს, მან თავისი ხანგრძლივი კვლევის შედეგების საფუძველზე შეადგინა საქართველოს ლიქენების ნუსხა. საქართველოს ლიქენების მრავალფეროვნებას, ც. ინაშვილთან ერთად შეისწავლის განყოფილების თანამშრომელი ი. კუპრაძეც.

საქართველოს წყალმცენარეების, ხავსების, სოკოებისა და ლიქენების შესწავლის დარგში მომუშავე ბოტანიკის ინსტიტუტის თანამშრომლებისა და სხვა მეცნიერების ხანგრძლივი კვლევის შედეგები მოცემულია შემდეგ ნაშრომებში:

უკანასკნელ წლებში, განყოფილება იკვლევს საქართველოს დაცული ტერიტორიების წყალმცენარეების, ხავსების, სოკოებისა და ლიქენების მრავალფეროვნებას. ამჟამად შეისწავლება იმერეთის მღვიმეების ლიქენო- და ბრიოფლორას და მიკოტა.

განყოფილებაში, აგრეთვე, ვითარდება კვლევა ეთნომიკოლოგიის განხრით. დღემდე ჩატარებულ ექსპედიციათა შედეგები მოცემულია ამ ვებ-გვერდზე.

ძებნა

Search

ძებნა

Search