ილიას სახელმნწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის ზოგადი დახასიათება

ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის უმთავრესი მიმართულებაა საქართველოს მცენარეთა მრავალფეროვნების ყოველმხრივი – სისტემატიკური, ბოტანიკურ-გეოგრაფიული, გეობოტანიკური, ეკოლოგიური, რეპროდუქციულ-ბიოლოგიური, ფიტოფიზიოლოგიური, ეთნობოტანიკური და ეკონომიკურ-ბოტანიკური – შესწავლა.

საქართველოს მცენარეული სამყარო მდიდარი და მრავალფეროვანია. ეს განპირობებულია საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების ნაირგვარობითა და კონტრასტულობით, ქვეყანას მდიდარი გეოლოგიური წარსული აქვს, რადგან მდებარეობს განსხვავებული ბოტანიკურ-გეოგრაფიული პროვინციების შესაყარზე.
საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ვასკულარული მცენარეების 4 000-ზე მეტი, ხავსების 600-მდე და წყალმცენარეების 2 000-ზე მეტი სახეობა და ქვეყნის მცენარეთა სახეობრივი მრავალფეროვნების აღრიცხვა არ დამთავრებულა.

მაღალია საქართველოს ფლორის ენდემიზმის დონე – საქართველოს ფლორის სახეობების დაახლ. 21% ენდემურია (600-მდე სახეობა კავკასიის ენდემია, 300-მდე – საქართველოს ენდემი). საქართველოს ფლორის ენდემური გვარებია: Alboviodoxa, Woronowia, Chymsydia, Trigonocaryum, Symphyoloma, Pseudobetckea, Charesia, Mandenovia და Sredinskya.

საქართველოში რეგისტრირებულია სოკოების 6 000-ზე მეტი და ლიქენების 700-მდე სახეობა.
საქართველოში გავრცელებულია მცენარეულობის მრავალნაირი ტიპი: ზღვისპირა ქვიშნარის მცენარეული დაჯგუფებებით დაწყებული ალპური მდელოებით დამთავრებული, უდაბნოს მცენარეულობის ფრაგმენტებით დაწყებული ტენიანი ტყეებით დამთავრებული.

საქართველოს მცენარეული სამყარო არის ჩვენი მოსახლეობის ახლანდელი და მომავალი თაობების კეთილდღეობისა და არსებობის საფუძველი.

უკანასკნელ ათწლეულებში, საქართველოს მცენარეულ სამყაროზე ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ზეგავლენა გაძლიერდა: იჩეხება ტყეები, გადატვირთულია საძოვრები და ა.შ. გადაშენება და გენეტიკური ეროზია ემუქრება მცენარეთა ასობით სახეობას, განადგურება კი – მთელ ფიტოცენოზებს.

კავკასიის, მათ შორის საქართველოს, ტერიტორია ერთ-ერთია დედამიწის ბიომრავალფეროვნების „ცხელ წერტილთაგან“.

ასეთ ეკოლოგიურ სიტუაციაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოს მცენარეული სამყაროს შესწავლა და შენარჩუნება არის ქართველი ბოტანიკოსების, პირველ რიგში, ბოტანიკის ინსტიტუტის მეცნიერების, მოვალეობა საქართველოს მოსახლეობისა და მთელი კაცობრიობის წინაშე.

ბოტანიკის ინსტიტუტის მონაწილეობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო საქმიანობაში

ბოტანიკის ინსტიტუტის თანამშრომელთაგან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო საქმიანობას ეწევიან: ემერიტუს პროფესორი გ. ნახუცრიშვილი, სრული პროფესორები: მ. ახალკაცი და ზ. კიკვიძე და ასოცირებული პროფესორი შ. სიხარულიძე.

უნივერსიტეტის დოქტორანტები არიან ბოტანიკის ინსტიტუტის შემდეგი თანამშრომლები:

ძებნა

Search

ძებნა

Search