საქართველო და კავკასიის რეგიონი ერთ-ერთია მცენარეთა დომესტიკაციის რვა მსოფლიო ცენტრთაგან. მაგრამ, ბოლო ათწლეულებში, ტრადიციულ ჯიშებს, ისევე როგორც მათს ბევრ ველურ წინაპარს, გადაშენების საფრთხე დაემუქრა. ასევე მცირდება ტრადიცუილი ეთნობოტანიკური ცოდნის მატარებელთა რიცხვიც. ეს მოტივები ამოძრავებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის ეთნობოტანიკური კვლევების ჯგუფს, რომლის მიზანია კავკასიისა და განსაკუთრებით საქართველოში მცენარეთა გამოყენების შესახებ ხალხური ცოდნის გამოვლენა და დოკუმენტირება, შემდეგ კი ამ ცოდნის გავრცელება.