ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი არის საქართველოს მთავარი ბოტანიკური დაწესებულება. დაარსებულია 1933 წელს, თბილისის ბოტანიკური ბაღის განყოფილებებისა და ლაბორატორიების საფუძველზე. ამ განყოფილებებსა და ლაბორატორიებს გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვთ: ჰერბარიუმი, მცენარეთა სისტემატიკისა და გეოგრაფიის განყოფილება და გეობოტანიკის განყოფილება დასაბამს იღებენ 1845 წლიდან, მდ. წავკისისწყლის ხეობის ქვემო ნაწილში (ლეღვთახევში) გაშენებული დეკორატიული და სამკურნალო მცენარეების სამეფო ბაღისათვის ბოტანიკური ბაღის სტატუსის მინიჭების დროიდან, სპოროვანი მცენარეების განყოფილება (ამჟამად – სპოროვანი მცენარეებისა და სოკოების განყოფილება) შეიქმნა 1914 წელს, მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორია (ამჟამად – მცენარეთა ფიზიოლოგიის განყოფილება) – 1911 წელს და ა.შ.

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ბოტანიკის ინსტიტუტს რამდენჯერმე შეეცვალა იურიდიული სტატუსი და სახელწოდება. ამჟამინდელი სტატუსითა და სახელწოდებით ინსტიტუტი არსებობს 2011 წლიდან.

ძებნა

Search

ძებნა

Search