ბოტანიკის ინსტიტუტის ჰერბარიუმი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მდიდარი ბოტანიკური დოკუმენტაციური ფონდი. მის კოლექციებში ინახება კავკასიისა და მისი მეზობელი რეგიონების ფლორის მილიონამდე საჰერბარიუმო ნიმუში. ამ კოლექციების გამოუყენებლად შეუძლებელია საქართველოს, კავკასიისა და დასავლეთ ევრაზიის მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლა. ბოტანიკის ინსტიტუტის ჰერბარიუმი შესულია საერთაშორისო საჰერბარიუმო სისტემაში (Index Herbarionum) და მინიჭებული აქვს კოდი TBI.

უკანასკნელ წლებში ხორციელდება ბოტანიკის ინსტიტუტის ჰერბარიუმში დაცული საჰერბარიუმო მასალის ინვენტარიზაციის მრავალწლიანი პროგრამა. პროგრამის მიზანია მცენარეთა სახელწოდებების ჰარმონიზაცია თანამედროვე ტაქსონომიურ ნომენკლატურასთან, კოლექციების ციფრული გამოსახულებათა (ვირტუალური ჰერბარიუმი) და შესატყვისი ქართულ-ინგლისურენოვანი მონაცემთა ბაზისა და ტექსტური ინფორმაციის შექმნა. ეს უკანასკნელი განთავსდება ბოტანიკური დოკუმენტაციური კოლექციების საერთაშორისო მართვის სისტემაში. ეს გააადვილებს საჰერბარიუმო ნიმუშების ხელმისაწვდომობას და მათ გამოყენებას. ამ სამუშაოების შედეგად შეიქმნება ბოტანიკური ინფორმაციის წყარო დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისათვის.

ბოტანიკის ინსტიტუტის ჰერბარიუმს საქმიანი ურთიერთობა აქვს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ბოტანიკურ დაწესებულებებთან.

იხილეთ საქართველოს ეროვნული ჰერბარიუმის ციფრული კოლექცია: tbi.iliauni.edu.ge

ძებნა

Search

ძებნა

Search